სად ვაგზავნით

სად ვაგზავნით

ამ ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ ქვეყნების ორი ჯგუფი, სადაც ხდება ქართველი პაციენტების სამკურნალოდ გამგზავრება.

1. ტრადიციული მიმართულებები, სადაც არის ჩვენი პაციენტების რეგულარული ნაკადები. ესენია: თურქეთი და გერმანია. ეს ქვეყნები ამჟამად ფარავენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მოგზაური ქართველი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ რიცხვში შედიოდა ასევე ისრაელიც, თუმცა ამ ქვეყანამ ბოლო პერიოდში გარკვეულწილად დაკარგა ინტერესი ჩვენი პაციენტების მხრიდან, რასაც სამედიცინო მომსახურების სიძვირე და ინდუსტრიის ზედმეტი კომერციალიზაცია იწვევს.

2. ალტერნატიული მიმართულებები. მაგალითად ისეთები, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ინდოეთი, იაპონია და ა.შ. ამ ქვეყნებში ქართველი პაციენტების რეგულარული ნაკადები არ არსებობს, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია ჯერჯერობით, თუმცა როგორი სურათი იქნება მომავალში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის დინამიური განვითარების გათვალისწინებით, რთული სათქმელია. სასურველია, რომ პაციენტებს ჰქონდეთ რაც შეიძლება ფართო არჩევანი, რაც გააუმჯობესებს ჩვენი მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას.

ქვეყნებთან და კლინიკებთან დაკავშირებით უნდა გვესმოდეს 2  მნიშვნელოვანი მომენტი:  ერთი, რომ თავისთავად კარგი კლინიკა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება რომელიმე ქვეყანაში ავტომატურად არ ნიშნავს, რომ  ის გამოდგება უცხოელი პაციენტებისათვის (ამისათვის ეს ქვეყანა და კლინიკა უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული და გააჩნდეს შესაბამისი სამედიცინო ტურიზმის ინფრასტრუქტურა) და მეორე მომენტი არის ის, რომ ყველა მიმართულებას აქვს როგორც თავისი უპირატესობები/ ძლიერი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები და ეს განხილული უნდა იყოს კონკრეტული პაციენტის სიტუაციიდან (მისი ინტერესებიდან) გამომდინარე.