ფასებთან დაკავშირებით

ფასებთან დაკავშირებით

რაც შეეხება ფასებს, უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია და წინასწარ, მხოლოდ დიაგნოზით ან პრობლემის მოკლე აღწერით შეუძლებელია ზუსტი ფასის განსაზღვრა. მხოლოდ განაცხადის გაკეთების შემდგომ ხდება პაციენტის სავარაუდო მკურნალობის პროგრამის განსაზღვრა და მისი ღირებულების დადგენა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც არის წინასწარი კალკულაცია და ადგილზე პროგრამის ცვლილება გამოიწვევს ფასის კორექციას.

დაახლოებითი ფასები წარმოდგენისათვის კი ასე გამოიყურება: თურქეთის მიმართულებით კონსულტაცია სპეციალისტებთან 100-200$. დიაგნოსტიკური პაკეტები 1000-4000 დოლარამდე მერყეობს. კომპიუტერული ტომოგრაფია 500-800 დოლარი. მაგნიტორეზონანსული კვლევა 1000 დოლარი და ა.შ.

თურქეთის მიმართულებაზე შესაძლებელია ინდივიდუალური ფასდაკლებების მიღწევა ჩვენს პარტნიორებთან. პაციენტები, რომლებიც ჩვენი ხაზით ხვდებიან კლინიკებში, არიან უფრო დაცული როგორც ფინანსური კუთხით, ასევე სხვა მხრივ - მონიტორინგის თვალსაზრისით. 

რაც შეეხება გერმანიასა და ისრაელს, იქ სამედიცინო მომსახურების ღირებულება დაახლოებით 30-40%-ით უფრო ძვირია და მას ემატება არასამედიცინო მომსახურების ხარჯები (რაც თურქეთში უფასოა). აქ იგულისხმება ტრანსფერები, თარჯიმანი, პაციენტისა და თანმხლები პირების პატრონაჟი სრული ყოფნის განმავლობაში.

დაახლოებით თურქეთის მსგავსი ფასებია ალტერნატიულ ევროპულ მიმართულებებში (ესპანეთი, იტალია, პოლონეთი). 

თურქეთზე უფრო იაფი მომსახურება შეიძლება იყოს ინდოეთში.