პირობები

პირობები

საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველთათვის ორი ტიპის სერვისი შეიძლება განვიხილოთ: ერთი არის პაციენტის დაუყოვნებლივი მიღების ორგანიზება უცხოურ კლინიკაში, როდესაც არ ხდება განაცხადის გადაგზავნა წინასწარი კალკულაციის მიღების მიზნით და უბრალოდ უზრუნველვყოფთ პაციენტის უახლოეს სამუშაო დღეს გაგზავნას. ჩასვლისას ხდება პაციენტის კონსულტირება შესაბამისი პროფილის სპეციალისტის მხრიდან და უკვე ადგილზე მიეცემა შემდგომი მსვლელობა სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე. ასეთი სერვისით სარგებლობენ პაციენტები, რომლებიც ან სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობის და სამედიცინო საჭიროების ანაც უბრალოდ პირადი სურვილიდან გამომდინარე მიემგზავრებიან რაც შეიძლება სწრაფად.

და არის მეორე ტიპის სტანდარტული სერვისი, რომელიც გულისხმობს პაციენტის მხრიდან განაცხადის გაკეთებას, უცხოური კლინიკიდან წინასწარი კალკულაციის დოკუმენტისა და სამედიცინო შემოთავაზების მიღების მიზნით. ამ დროს თქვენს მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება სასურველი ქვეყნიდან სამედიცინო შემოთავაზების მომზადება. შემდგომ წარმოებს კლინიკისა და ექიმის შესახებ ინფორმაციის პაციენტის მხარისათვის წინასწარი გაცნობა. საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების შედეგებზე უშუალო პასუხისმგებელი მისი მიმწოდებელი უცხოური სამედიცინო დაწესებულებაა. შერჩეული კლინიკა და ექიმი იქნება საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული და აკრედიტირებული.

ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო შეთავაზების დოკუმენტის, სავიზო მხარდაჭერისა და უცხოეთში სამკურნალო თანხის წინასწარი გადარიცხვის, ვიზიტის დაგეგმვის ორგანიზება.

პაციენტისა და თანმხლები პირისათვის უცხოეთში ჩვენი პარტნიორების მხრიდან წარმოებს აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, ტრანსპორტირების, თარჯიმნით მომსახურების, საცხოვრებლის, სამედიცინო პროგრამის ყოველდღიური მონიტორინგის, სამედიცინო და ფინანსური ანგარიშების მიწოდების  ორგანიზება.

სტანდარტულად განაცხადზე პასუხის მიღება ხდება 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაძლებელია შეფერხება დასვენების დღეების, ექიმის მოუცლელობისა თუ ტექნიკური მიზეზების გამო, რაზეც პაციენტის მხარე  მყისიერად მიიღებს შეტყობინებას. სამედიცინო შემოთავაზება ძალაშია 1 თვის განმავლობაში. შემდგომ აუცილებელია მისი განახლება და საჭიროების შემთხვევაში განმეორებით მიღება.

სერვისის ღირებულებაა 100 ლარი.